საამოს ღვინის ქარხანა

      ღვინის  კომპანია „სამება“, რომელმაც  რებრენდინგის  შემდეგ  შეიცვალა სახელი და გახდა „საამო“ აშენდა 1979 წელს  მსოფლიო კლასის  ღვინოების   საწარმოებლად. იმ  პერიოდისთვის   კომპანიის უმსხვილესი  საექსპორტო  ბაზარი  იყო  საბჭოთა  კავშირი, თუმცა  მნიშვნელოვანი  ექსპორტი  ასევე  ხორციელდებოდა  აშშ-ში, დიდ  ბრიტანეთში, გერმანიაში,საფრანგეთში,იაპონიაში, პოლონეთში  და  სხვა  ქვეყნებში.

 გასაკვირი არ იყო რომ 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კომპანიას მოუწია დიდი სირთულეების და საკმაოდ ძლიერი გამოწვევების გადალახვა. კომპანიის გამოცდილებამ, ძლიერმა და ეფექტურმა  მენეჯერულმა უნარმა და უცხოური ინვესტიციებმა ხელი  შეუწყო ღვინის კომპანია „საამო“-ს  განეახლებინა მუშაობა. დღესდღეობით, „საამო“ მუშაობს დასავლური ბაზრის პრინციპების შესაბამისად და იმტკიცებს თავისი ბრენდის სახელს და რეპუტაციას უცხოურ ბაზრებზე, როგორც მაღალი ხარისხის მწარმოებელი კომპანია.

„საამო“- ღვინის კომპანია მდებარეობს კახეთში,  საგარეჯოს რაიონში 13 ჰა მიწის ნაკვეთზე. კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო ელემენტი, რომ აწარმოოს მსოფლიო კლასის ღვინოები. მიწისქვეშ სიღრმეში აქვს მარანი, სადაც დაცულია ბუნებრივი ტემპერატურული  რეჟიმი, ასევე კომაპანია დაკომპლექტებულია თანამედროვე “Zeic”-ის  ჩამოსასხმელი ხაზით-6 000  ბოთლის საათში წარმოების საშუალებით, “Zeic” ეტიკეტის და საცობის მანქანებით. ქარხანას აქვს დამოუკიდებელი წყლის მომარაგება, დენის გენერატორი და ორთქლის ბოილერი. ქარხანას აქვს საკუთარი სარკინიგზო ჩიხი, რომელიც 1 კილომეტრით არის დაშორებული რკინიგზის სადგურიდან.


პროდუქცია - ქართული ტრადიციული ღვინოები

კომპანიის  პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს, როგორც კარგად  ცნობილ ქართული ღვინის სახეობებს: ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, ახაშენი, ალაზნის ველი და სხვა. ასევე კომპანია „საამო“ აწარმოებს ბრენდირებულ ღვინოებს საკუთარი უნიკალური ტექნოლოგიის მეშვეობით, ეს ღვინოებია: საამო, შუამთა, აგუნა და საგარეჯო. კომპანიას ასევე გააჩნია უნიკალური ლიქიორისებრი დაძველებული ღვინო ”სალხინო”  1981 წლის მოსავლის.

„საამო“- ღვინის კომპანიას სტუმრობს ბევრი აღსანიშნავი ვიზიტორი მათ შორის იყო აშშ-ს ყოფილი სახელმწიყო მდივანი ჯორჯ შულციც, რომლებიც აღფრთოვანდნენ კომპანიის პროდუქციით.

„საამო“ ღვინოების ხარისხი აისახება მის მრავალრიცხოვან ჯილდოებში.